Monday, May 23, 2011

ხელოვნების როლი საზოგადოებაში


სიტყვა, ხელოვნება, აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით, ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნლია ადამიანის მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის ყოველთვის იყო და არის მჭიდრო კავშირი. ხელოვნება შეიძლება სტატუს ქვოს მომხრეც ყოფილიყო და, ამავდროულად, რადიკალური ცვლილებების კატალიზატორიც. იმის გამო, რომ ხელოვნება მუდმივი დინების ნაკადში იმყოფება, მაყურებელს უნდა გააჩნდეს უნარი, მიჰყვეს და შეეგუოს სტილისა და ღირებულებების ცვლილებებს.


ილუსტრატორი Vanessa Tam

პირადად მე, ხელოვნების დარგებიდან გამოვარჩევ მხატვრობას,  რადგან, ვთვლი, რომ მხატვრობას უდიდესი როლი აკისრია არა მარტო ხელოვნების, არამედ საზოგადოების განვითარებაშიც. ნახატით ადამიანს შეუძლია გადმოსცეს საკუთარი გულისტკივილი, ფიქრები, ის, რაც ქვეცნობიერში აქვს. ნახატი შემქმნელის სულის ანარეკლია.
Zdzisław Beksiński, http://www.beksinski.pl/





No comments:

Post a Comment