Wednesday, June 15, 2011

თანამედროვე მხატვართა შემოქმედება მკვეთრად განსხვავდება წინა საუკუნეების მხატვართა ნახატებისგან. 90–იანი წლებიდან მომრავლდნენ ილუსტრატორები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ილუსტრაციები გამოიყენება მოდაში (ახალი კოლექციის შემქმნისას), მულტფილმებიდა და მხატვრული ფილმების შექმნისას, სხვადასხვა სარეკლამო ბროშურებისთვის და პლაკატებისთვის, არქიტექტურაში, მხატვრობაში და სხვა.
ილუსტრაცია, ეს არის ვიზუალურად იმის გადმოცემა რისი სიტყვებით ახსნაც ძნელია.


Light Painter (TangYauHoong)
Mandy Tsung.
ეს კი ვიდეო, თუ როგორ ქმნის ერთ–ერთი ილუსტრატორი ნახატს




მოპოვებული ინფორმაცია: Tumblr

Tuesday, June 14, 2011

ზძისლავ ბეკსინსკი (Zdzisław Beksiński)

მინდა გესაუბროთ მხატვარზე, რომლის ნახატებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის ზძისლავ ბეკსინსკი, პოლონელი მხატვარი, ფოტოგრაფი და სკულპტორი. მან სახელი გაითქვა, როგორც ფანტაზიის მხატვარმა. მისი ნახატებში  იგრძნობა ბაროკოსა და გოთიკის გავლენა. ბაროკოს გავლენა "ფანტასტიკური რეალიზმის" პერიოდში შექმნილ ნახატებში აისახა. მისმა სუერალისტურმა გამოსახულებებმა საზოგადოება შეაშფოთა, თუმცა დიდი აღიარება მოიპოვა. მეორე სტილი კი უფრო მის გვიანდელ შემოქმედებაში დომინირებს.


აღსანიშნავია, რომ ბეკსინსკი თვითნასწავლი მხატვარი იყო. იგი ძირითადად ზეთის საღებავებს და აკრილს იყენებდა. მუშაობის პროცესში ყოველთვის უსმენდა კლასიკურ მუსიკას. იგი მალე გახდა  თანამედროვე პოლონური ხელოვნების ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა. "ფანტასტიკური პერიოდი", როგორც მან თავად უწოდა თავის შემოქმედების ამ ეტაპს, იყო პერიოდი, როდესაც მან შექმნა სურეალისტურად, პოსტ–აპოკალიფსურად გადმოსცა გარდაცვალების სცენები, მის ნახატებში მრავლად იყო დეფორმირებული ფიგურები.


ზძისლავი დარწმუნებული იყო, რომ მისი ნახატების მნიშვნელობას ცოტა თუ ჩასწვდებოდა, ამიტომ 1977 წელს მან საკუთარი შემოქმედების ნაწილი დაწვა. მოგვინებით განაცხადა, რომ ეს ნამუშევრები "ზედმეტად პირადი" პირადი იყო და ზოგიც – არადამაკმაყოფილებელი, ამიტომ არ სურდა ვინმეს ეხილა ისინი.
მისმა შემოქმედებამ ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია. მიუხედავატ შემაძრწუნებელი სცენებისა, მისი ყოველი ნახატი ჩემში დადებით მუხსტს ტოვებს.




მოპოვებული ინფორმაცია
ზძისლავ ბეკსინსკის ოფიციალური გვერდი.